საკლუბო მუშაობა



                                 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


სსიპ ქალაქ თბილისი 180-ე საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელს ფუნქციონერებას იწყებს მათემატიკოსთა კლუბი „ნორჩი მათემატიკოსი“ მე-4-ე კლასის მოსწავლეებისათვის.კლუბი იმუშავებს ორ კვირაში ერთხელ და დაეთმობა ერთი აკადემიური საათი.
კლუბში ბავშვები მოისმენენ გამოჩენილი მათემატიკოსების შესახებ ინფორმაციას, იმუშავებენ  სხვადასხვა ტიპის ამოცანებსა და გამოსახულებებზე,წილადებსა და განტოლებებზე. შეასრულებენ  აქტივობებს,რომლებიც ხელს შეუწყობენ მათემატიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებას  და მოსწავლის ლოგიკურ მოაზროვნედ ჩამოყალიბებას.კლუბში შედგენილია სპეციალური პროგრამა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
მსურველებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა.

                                                        


                 კლუბის კურატორი მასწავლებელი:ნინო ქობულაშვილი.



სსიპ ქალაქ თბილისის  180-ე საჯარო სკოლის
                    IV/ვ კლასში არსებულ მათემატიკოსთა კლუბ „ნორჩ                              მათემატიკოსში“
                                  გაწევრიანების მსურველთა  განაცხადის ფორმა
                                     
 მსურს გავწევრიანდე მათემატიკოსთა კლუბ „ნორჩ    მათემატიკოსში“ და მივიღო აქტიური მონაწილეობა მის მუშაობაში.გავეცანი წესდებას და ვეთანხმები პირობებს.
სახელიგვარი .........................................................................................................................
სკოლა/კლასი ........................................................................................................................
საკონქტაქტო იფორმაცია:
(ტელეფონი,მისამართი)
ხელმოწერა:
თარიღი:


მათემატიკოსთა კლუბ ,,ნორჩი   მათემატიკოსის“ წესდება
  1. კლუბში გაწევრიანდება ნებაყოფილებით მოსული   მოსწავლეები საკუთარი განცხადების საფუძველზე;
2.კლუბის წევრი უნდა იცნობდეს კლუბის წესდებასა და სამოქმედო გეგმას;
3კლუბის წევრები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით;
4.ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და წარმართავს საკლუბო მუშაობას.
ის ზრუნავს მათემატიკოსთა კლუბის საქმიანობასა და ეფექტურ მუშაობაზე.
5.კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო წლის სემესტრებს.
6.კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
7.მოსწავლე კლუბის წევრობიდან გათავისუფლდება პირადი განცხადების საფუძველზე.





კლუბის კურატორინინო ქობულაშვილი



მიზანი:
·          მოსწავლეებში მათემატიკური ცოდნის დონის ამაღლება.
·          ამოცანების ამოხსნის სტრატეგიების გაცნობა.
·           პრეზენტაციის წარმოჩენისა და დისკუსიაში ჩართულობის უნარის განვითარება.
·           მოსწავლეებში თანამშრომლობის, გუნდურობის განვითარება.
  •  მათემატიკური, ლოგიკური და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება. მათემატიკის პოპულარიზაცია და დაინტერესება.
  • მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება  აღმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები.
  •  მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მოამზადება  პრობლემების გადაჭრისთვის.
  • ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.
  • გახდნენ მეტად მოტივირებულნი, ორგანიზებულნი და მიზანდასახულნი.
·         მოსმენის  კულტურის,სოციალური უნარების განვითარება,წერის ელემენტარული უნარ-ჩვევის განვითარება.
·         მათემატიკის იმ ანბანის ათვისება და გათავისება,რომელზეც უნდა დაშენდეს შემდგომი ცოდნა.
·         გაზარდოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკაში.




აქტუალობა: ნორჩ მათემატიკოსთა კლუბი  ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მათემატიკური ცოდნის  დონის ამაღლებას,გაზრდის მათ მოტივაციას ,მოსწავლეს გახდის უფრო აქტიურ მოაზროვნეს.ის შეძლებს  წაკითხული ამოცანისა თუ გამოსახულების   შესახებ საუბარს, განიხილავს წილადებს,შეკრება-გამოკლებას,გამრავლება-გაყოფას და ჩამოაყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს.
არითმეტიკული მოქმედებების შესრულება,განსაკუთრებით ადრეულ ასაკში ,დიდ ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა კოგნიტური უნარების განვითარებაზე.ამ ზეგავლენის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე,თუ რამდენად ბევრ ამოცანას ხსნის  ბავშვი.სხვადასხვა კოგნიტური უნარების განვითარება კი მეტად მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.ამიტომ,მოქმედებების შესრულება და ამოცანის ამოხსნის დონის ამაღლება  მნიშვნელოვანი და  აქტუალური თემებია სწავლა-სწავლების პროცესში.თანამედროვე განათლების სისტემა სწორედ ამ უნარების განვითარებაზე ზრუნავს.





    პირველ შეხვედრაზე შევავსეთ განაცხადის ფორმა,შევარჩიეთ კლუბის სახელწოდება და სლოგანი.შევქმენით ემბლემა.

                   კლუბის სახელწოდება:“ნორჩი მათემატიკოსი"
      კლუბის სლოგანი :“მათემატიკა არის ანბანი,            
 რომლის შემწეობითაც ღმერთმა აღწერა სამყარო" ნოვალისი


                                                          კლუბის ემბლემა:




შევავსეთ განაცხადის ფორმა



ვმუშაობთ




                 შეფასების ფორმები


                                                                მოსწავლის კითხვარი
            გვარი ,სახელი ----------------------------------------------
1.დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია კლუბის შექმნის შესახებ?

 )დიახ           ) არა

2. კურატორი მასწავლებელი გეხმარებოდათ თუ არა ინიციატივებისა და იდეების რეალიზებაში?
               )დიახ           ) არა

3კურატორი მასწავლებელი გეხმარებოდათ თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში?
              )დიახ           ) არა
4.იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?
               )დიახ           ) არა
5. საკლუბო მუშაობის დროს დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები?
                ა)დიახ           ) არა
 6.რამდენი ქულით შეაფასებდით საკლუბო მუშაობას?
            1    2    3    4    5    6    7    8    9    10



                                                     მშობლის კითხვარი
            გვარი ,სახელი ----------------------------------------------
1.დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია კლუბის შექმნის შესახებ?

 )დიახ           ) არა

2. კურატორი მასწავლებელი ეხმარებოდათ თუ არა ინიციატივებისა და იდეების რეალიზებაში თქვენს შვილს?
               )დიახ           ) არა
3კურატორი მასწავლებელი ეხმარებოდათ თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში თქვენს შვილს?
              )დიახ           ) არა
4.იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?
               )დიახ           ) არა
5. საკლუბო მუშაობის დროს დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები?
                ა)დიახ           ) არა
 6.რამდენი ქულით შეაფასებდით საკლუბო მუშაობას?
            1    2    3    4    5    6    7    8    9    10

დავასრულეთ მუშაობა და შევავსეთ კითხვარები





No comments:

Post a Comment